„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს
01/07/2021 14:16:47 საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო.
"პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც კვირეულის ფარგლებში 19:00 საათზე კინოჩვენებაა დაგეგმილი.
„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს. ისინი ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


