"პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, თუ შავ ზღვაში ვითარება უცვლელი დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს"
01/07/2021 10:50:45 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, თუ შავ ზღვაში ვითარება უცვლელი დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს.
„ჩვენ უკვე პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. მოსკოვი გააძლიერებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ნატო-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან“.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავმა ზღვამ აზოვის ზღვის ბედი არ გაიზიაროს“,- აღნიშნა კულებამ.


