ჯანმო ევროპაში ახალ ტალღას არ გამორიცხავს: "10–კვირიანი კლების შემდეგ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება"
01/07/2021 09:56:54 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
"10–კვირიანი კლების შემდეგ ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება. წინა კვირასთან შედარებით შემთხვევების 10%–იანი ზრდა დაფიქსირდა", – ამის შესახებ ჯანმო–ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი კოვიდ–რეგულაციების სათანადოდ არდაცვა და მოგზაურობის განახლების შედეგად მზარდი მგზავრთნაკადია.
"თუ დისციპლინა არ შენარჩუნდება, ევროპაში ახალი ტალღა იქნება", – დასძინა მან.


