Accentnews.ge
დღეიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდ–სერტიფიკატები ამოქმედდა

დღეიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდ–სერტიფიკატები ამოქმედდა

01/07/2021 09:30:51 მსოფლიო

დღეიდან ევროკავშირის ქვეყნებში და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდ–სერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბლოკის ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას.

სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერთიფიკატი.

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება.

სერტიფიკატი ევროკავშირის ქვეყანებში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.

სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელ დაწესებულებას მიანიჭებს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილებას.

სერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირის და შენგენის ზონის ტერიტორიაზე. ამისათვის აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე ვაქცინაციის ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხები უნდა წარადგინონ.

ამ ეტაპზე სერტიფიკატები „ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S