თინა ხიდაშელი გერმანიის ერთ–ერთ კლინიკაში იმყოფება
01/07/2021 08:49:04 საზოგადოება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გერმანიის ერთ–ერთ კლინიკაში იმყოფება.
ამის შესახებ იგი სოცილაურ ქსელში წერს.
„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს, კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე. ფეხზე დადგომა, გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს“,- წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის: თინა ხიდაშელმა კორონავირუსი გადაიტანა და რამდენიმე თვეა, "კოვიდისგან" დატოვებულ გართულებებს ებრძვის.


