ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდ–უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
01/07/2021 08:25:17 მსოფლიო
ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდ–უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ, 2-კვირაში ერთხელ ახლდება.
30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს 11 ქვეყანა, მათ შორის, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა დაემატა. ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
დღემდე ამ სიაში იყვნენ: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები.
სიაში ჯერ–ჯერობით ვერ ხვდება საქართველო.


