აშშ-სა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს
01/07/2021 07:22:14 მსოფლიო
აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს.
ორეგონის შტატში გასული კვირის პარასკევიდან დღემდე სიცხისგან 63 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტიზამ მათი გარდაცვალების მიზეზად ჰიპერთერმია დაასახელა.
ბოლო 5 დღის განმავლობაში კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ჰაერის ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.
აშშ-ში, ვაშინგტონსა და ორეგონში, კი ჰაერის ტემპერატურამ 48 და 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.


