Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

01/07/2021 06:57:41 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 980 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 877 პირი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598, „პისიარ“ ტესტით – 14 981.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,2 %, ბოლო 14 დღის – 2,66%, ბოლო შვიდი დღის – 2,86 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა,
  • აჭარა - 38,
  • იმერეთი - 95,
  • ქვემო ქართლი - 51,
  • შიდა ქართლი - 18,
  • გურია - 2,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39,
  • კახეთი - 52,
  • მცხეთა-მთიანეთი - 12,
  • სამცხე-ჯავახეთი - 6,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 529, აჭარაში - 163, იმერეთში - 353.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 601 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 37, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პირი, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 7, იმერეთში - 10.

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 182- აჭარაში.

5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 208, პირი, აჭარაში - 634, იმერეთში - 779.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 367 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 352 624 პირი გამოჯანმრთელდა, 5 327 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S