ივლისში თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს
01/07/2021 06:51:57 საზოგადოება
ივლისში თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს. აღნიშნულოის მიზეზი "თელასის" „თელმიკოთი“ ჩანაცვლებაა. კერძოდ, 1 ივლისიდან მოსახლეობას ელექტროენერგიას "თელასის" ნაცვლად, „თელმიკო“ მიაწვდის.
“თელმიკოს” ცნობით, აბონენტები 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებენ „თელასისგან“, ხოლო 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს – „თელმიკოსგან“.
შესაბამისად, მომხმარებელმა ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.
"თელმიკოში" აცხადებენ , რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.
როგორც “თელმიკო” აცხადებს, რომ "თელასის" მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.


