Accentnews.ge
ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

01/07/2021 06:12:16 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

მისივეცნობით, ნაკრძალის მისამართით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

„ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაშლოვანის ტერიტორიაზე ხანძარი 30 ივნისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. დამწვარია მრავალწლოვანი ხეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S