Accentnews.ge
"დაისვა რთული დიაგნოზი" - ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად მოსკოვში მიდის

"დაისვა რთული დიაგნოზი" - ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად მოსკოვში მიდის

30/06/2021 20:02:18 საზოგადოება

ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას მოსკოვში გააგრძელებს. მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. გადავწყვიტე, დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. გამოთქვა რაღაც თავისი შეხედულებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და ამიტომ, იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძალიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ," -განაცხადა ვასაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S