კანადაში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას 200–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
30/06/2021 17:01:03 მსოფლიო
კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე, 233 ადამიანი გარდაიცვალა,– იუწყება „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
აღნიშნულ რეგიონში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 46°C-ს აღემატება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.
კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს კანადაში 1937 წელს, სასკაჩევანში მიაღწია, როდესაც ტემპერატურამ 45°C შეადგინა.


