Accentnews.ge
"ტვ პირველის" ცნობით, წალკაში ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

"ტვ პირველის" ცნობით, წალკაში ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

30/06/2021 13:20:37 საზოგადოება

"ტვ პირველის" ცნობით, წალკაში ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

"წალკაში პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ რეპორტიორ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს გამგებლის ბიძა გოჩა აფრასიძე დაესხა", – იუწყება "ტვ პირველი".

„ველოდები მოძალადეების დაკავებას!!!! ჟურნალისტების და ოპერატორების ცემა არასასურველი კითხვების გამო არ შეგრჩებათ!“, – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ერთ-ერთი მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.

მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S