Accentnews.ge
"ფეისბუქში" წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს

"ფეისბუქში" წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს

30/06/2021 12:44:24 საზოგადოება

მოქალაქეს, რომელმაც წალკის მერია საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხის გამო გააკრიტიკა, "ფეისბუქში" წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით “იმბეცილი” უწოდეს.

"ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე", - ასე გამოეხმაურა მუნიციპალიტეტი მოქალაქის კრიტიკას.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით დაწერილი კომენტარები წაშლილია, თუმცა "სქრინებს" "TV4" ავრცელებს.

“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა? არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტეს, გაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო, ბოდიში",- წერია წალკის მუნიციპალიტეტის კომენტარში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S