ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია
30/06/2021 10:46:49 საზოგადოება
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.
ნაკრძალის ხელმძღვანელობის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.


