Accentnews.ge
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი საქართველოში ისრაელის კონსულს შეხვდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი საქართველოში ისრაელის კონსულს შეხვდა

30/06/2021 10:42:53 საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ნინო ველთაური საქართველოში ისრაელის კონსულს, სმადარ ზემახ-რაზების შეხვდა. შეხვედრაზე „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმების შესახებ“ შეთანხმების მიმდინარეობა განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე (შინმოვლის სპეციალისტი) დასაქმებას შეძლებენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაიდგმება დამატებითი ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მათ შორის, შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია პროფესიების მქონე კადრების მომზადების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის დაგეგმვა. უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრა სასწავლებლების წარმომადგენლებთან შინმოვლის პროფესიის შესაბამისი სასწავლო კურსების დანერგვის მიზნით.

საქართველოში ისრაელის კონსულთან შეხვედრას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სამმართველოს წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S