"ლილოს დასახლებაში ვაქცინაციის ცენტრის გახსნა იგეგმება"
30/06/2021 07:41:30 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ხელი შეუწყონ ალტერნატიული სივრცეები შექიმნება.
მისი თქმით ლილოს რეგიონში შედარებით მცირე მსგავსი ცენტრის გახსნა იგეგმება.
"ამ მომენტში ჩვენ შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას უკვე სხვა ფორმატში. მსგავსი ერთი მაგალითი საქართველოში უკვე გვაქვს, კერძოდ თბილისში "ჰუალინგის ცენტრში". შემდეგი არის თავისი რეგიონული ხელმისაწვდომობიდან იდენტიფიცირებული ლილოს რეგიონი, აღმოსავლეთ თბილისისა და საქართველოს მიმართულებით, სადაც ასევე იგეგმება შედარებით მცირე ზომის ცენტის გახსნა",- აცხადებს ტიკარაძე.
როგორც მან აღნიშნა, "ფაიზერის" ვაქცინა ხელმისაწვდომი უსაფრთხოების გამო მხოლოდ კლინიკებში იქნება, ხოლო ჩინური ვაქცინები "სინოფარმი და "სინოვაკი" ვაქცინაციის ცენტრებშიც.


