Accentnews.ge
"არსებული რესურსით ჩვენ დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა შეგვიძლია"

"არსებული რესურსით ჩვენ დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა შეგვიძლია"

30/06/2021 07:35:32 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ 25 სამუშაო დღეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრაა შესაძლებელი.

"იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოში უკვე არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელთა ბრიგადა და თითოეული ბრიგადის გამტარუნარიანობა, 8-საათიანი გრაფიკით, 60%–ია. ტიკარაძის თქმით, კლინიკების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მათ გამოთქვეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების დამატებით და გაზარდონ სამუშაო საათები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S