Accentnews.ge
1 ივლისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

1 ივლისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

30/06/2021 07:35:39 საზოგადოება, რეკლამა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ქ.თბილისის საკრებულოსთან ერთად დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს. 1 ივლისს, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი ბენეფიციარები.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას.

დასაქმების ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოს და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება. (მის: ქ.თბილისი; მოსკოვის გამზ #14). ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S