თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
30/06/2021 06:50:54 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1010 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 603 პირი გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 %, ბოლო 14 დღის – 2,59 %, ბოლო შვიდი დღის – 2,69 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა,
- აჭარა - 58,
- იმერეთი - 83,
- ქვემო ქართლი - 65,
- შიდა ქართლი - 23,
- გურია - 2,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31,
- კახეთი - 49,
- მცხეთა-მთიანეთი - 10,
- სამცხე-ჯავახეთი - 4,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 515, აჭარაში - 153, იმერეთში - 311. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი, მათ შორის, თბილისში - 293, აჭარაში - 39, იმერეთში -129. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 108, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 743 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 291, პირი, აჭარაში - 597, იმერეთში - 779.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 პირი გამოჯანმრთელდა, 5 316 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.


