Accentnews.ge
შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

30/06/2021 04:59:17 საზოგადოება

საქართველოში დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნა. კერძოდ, "კომენდანტის საათი" 30 ივნისს 23:00 საათიდან აღარ ამოქმედდება.

"კომენდანტის საათი" 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, "კომენდანტის საათი" კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი "კომენდანტის საათი" 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S