Accentnews.ge
გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის პროცესი დაასრულა

გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის პროცესი დაასრულა

30/06/2021 04:52:26 მსოფლიო

გერმანიამ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის პროცესი დაასრულა.

„თითქმის 20 წლის შემდეგ ჩვენმა სამხედროებმა ავღანეთი დატოვეს და სახლში ბრუნდებიან. ეს ინტენსიური მისიის დასასრულია, რომელმაც ბუნდესვერი გამოსცადა და რომელშიც ბუნდესვერმა თავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიჩინა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

გერმანიას ავღანეთში, აშშ-ის შემდეგ სიდიდით მეორე სამხედრო კონტიგენტი ჰყავდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 150 000 გერმანელი სამხედრო მსახურობდა. ამ წლების განმავლობაში ავღანეთში 59 გერმანელი სამხედრო დაიღუპა.

აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი მიმდინარეობს და გეგმის მიხედვით სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S