Accentnews.ge
საბერძნეთში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

30/06/2021 04:35:02 საზოგადოება

საბერძნეთში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, დიპლომატიური უწყება მუდმივ კონტაქტზეა ემიგრანტის ოჯახის წევრთან და მიმდინარეობს მუშაობა გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის ქალბატონი მ.ხ-ს გარდაცვალების თაობაზე.

პირველ რიგში, საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. აქვე, გვსურს გაცნობოთ, რომ ინფორმაციის მიღების მომენტიდან საელჩო კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. საელჩოს მიერ ჩართულნი არიან გადამსვენებელი ბიუროები და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დროულად და ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით გადავასვენოთ სამშობლოში.

საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროოს სხვა დეტალები გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, ამ მძიმე წუთებში გვერდით დავუდგეთ გარდაცვლილის ოჯახს და თავი შეიკავოთ ყოველგვარი გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან", -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქმე ეხება საბერძნეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, რომლის ოჯახიც დახმარებას ხელისუფლებას სთხოვდა. ემიგრანტის ნათესავები ამბობდნენ, რომ ქალი ათენში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი, სადაც იგი მუშაობდა, მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებდა და განმარტავდა, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მომხდარიყო.

ცნობილია, რომ ქართველი ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S