ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო: "რუსული ბომბდამშენები შავ ზღვაში მოძრავ ჩვენს ხომალდზე იმიტირებულ თავდასხმას 5 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ"
29/06/2021 15:47:34 მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ბომბდამშენები შავ ზღვაში მოძრავ ჰოლანდიურ ფრეგატ „ევრტსენზე" იმიტირებულ თავდასხმას 5 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ.
მისივე ცნობით, აღნიშნულის შედეგად ხომალდის საკომუნიკაციო სისტემა.
"ინციდენტი 24 ივნისს მოხდა. რუსეთის ქმედება ნაოსნობის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება", – ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


