Accentnews.ge
მედია: მოსკოვში ყალბ COVID–პასპორტებს ყიდიან

მედია: მოსკოვში ყალბ COVID–პასპორტებს ყიდიან

29/06/2021 13:53:05 მსოფლიო

მოსკოვში ვაქცინაციაზე რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, ყალბი კოვიდ პასპორტების გაყიდვა დაიწყეს,– იუწყება Washington Post.

Washington Post-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინსტაგრამ მიმოწერის ასლები, სადაც მას თაღლითურად შექმნილი კოვიდვაქცინაციის სერთიფიკატს, დაახლოებით, $25-ად სთავაზობდნენ. ამისთვის მხოლოდ პირადი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

როგორც ცნბილია, ორიოდ დღის წინ მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალაქის მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის სავალდებულო იქნება. გეგმის მიხედვით, მასწავლებლების, ტაქსის მძღოლებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულთა 60% უნდა აიცრას, ან სამსახურზე თქვას უარი.

ახალი წესებით, რესტორნებში, ან ბარში შესულმა პირებმა QR კოდით უნდა დაადასტურონ, რომ აცრილები არიან, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

16 ივნისს მერმა, სერგეი სობიანინმა, თქვა, რომ მოსკოვში მცხოვრებთა მხოლოდ 15%-ია აცრილი. ვაქცინირებულთა რიცხვი დაბალია მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, რაც 11,5%-ს შეადგენს. მერის განცხადებითვე, მოსკოვში ახალი შემთხვევების 90% "დელტა" (ინდური) ვარიანტია, რომელიც ყველაზე სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.

Forbes-ის მონაცემებით, ივნისის შუა რიცხვენისთვის რუსეთში 500 ახალდარეგისტრირებული დომეინი იპოვეს, რომელიც ტელეგრამსა და "დარქ ვების" ფორუმებზე ვაქცინაციის ყალბ სერთიფიკატს ყიდდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S