ისტორიაში პირველდ, საამიროებს ისრაელის მაღალი რანგის წარმომადგენლი სტუმრობს
29/06/2021 10:42:19 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს. ისტორიაში ეს ისრაელის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საამიროებში. მხარეებმა შარშან აშშ-ის შუამავლობით დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები.
მხარეები ირანთან დაკავშიერებულ საკითხებს განიხილავენ. მხარეები თანხმდებიან, რომ თეირანის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას. პოზიციების თანხვედრა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთობების მოგვარებას ისრაელსა და სპარსეთის ყურის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას შორის.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბიში საელჩოსა და დუბაიში საკონსულოს გახსნას, ასევე ის დუბაიში გახსნის ისრაელის პავილიონს EXPO-ს მომავალი გამოფენისთვის.
ლაპიდი, რომელიც ცენტრისტული პარტიის ლიდერია, ახლახან გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მას მერე, რაც ისრაელში ხელისუფლების სათავეში მოვიდა კოალიციური მთავრობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა კი გადადგა. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეთანხმების მიხედვით, ლაპიდი ორი წლის შემდეგ უხელმძღვანელებს მთავრობას. ნეთანიაჰუს სურდა, მოენახულებინა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ ვერ მოასწრო.


