Accentnews.ge
გამყრელიძე: „კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა“

გამყრელიძე: „კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა“

29/06/2021 10:28:41 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, გაზრდილი მობილობა ვირუსის შემთხვევების ზრდის კუთხით ერთ-ერთი რისკფაქტორია.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ტურისტებში ბოლო ერთ თვეში ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ასევე ვაუწყე მათი იზოლირების შესახებ. ანუ გაზრდილი მობილობა რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკფაქტორია შემთხვევების ზრდის. 400 ტურისტიდან ზოგს ადგილზე, ზოგს შემოსვლის შემდეგ დაუფიქსირდა ვირუსი. შტამებზე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განიხილება ვაქცინირებული ტურისტების ტესტირების საკითხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S