Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, ტოვებს თუ არა თანამდებობას

გამყრელიძე განმარტავს, ტოვებს თუ არა თანამდებობას

29/06/2021 08:47:46 პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ცნობებს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

„თქვენს წინაშე ვდგევარ და გელაპარაკებით. ჯერ არ გადავმდგარვარ. თუ ძალიან გინდათ, მითხრაით, იქნებ ანგარიში გაგიწიოთ“,– უპასუხა კითხვას გამყრელიძემ.

მედია წერდა, რომ ვაქცინების გარკვეული დოზების დაკარგვისა და პროცესის შეფერხების სკანდალის ფონზე გამყრელიძე თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკას შემთხვევაში დანაკარგი 3%–ია, სინოფარმის და სინოვაკის შემთხვევაში „პრაქტიკულად, – 0, ერთეული შემთხვევა იყო, როცა გატყდა, ტექნიკურად დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა ეს დოზა და 0.3%-ია ფაიზერის შემთხვევაში, ესეც უკავშირდება მექანიკურ დაზიანებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S