Accentnews.ge
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

24/06/2021 15:50:18 საზოგადოება

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca-ს გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დროებითი შეფერხება და ისევ გავაგრძელებთ. რაღაც დოზები მოითხოვა ჯანმომ, იმიტომ, რომ შეემოწმებინა ამ ვაქცინების შენახვის პირობები რამდენად სწორად იყო დაცული. შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს დოზები ისევ დაუბრუნდება ჩვენ მოქალაქეებს," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინები „არ გამქრალა“:

"ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.

შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარკვეული დოზების დაკარგვას არ ადასტურებს NCDC–ს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც:

"არაფერი არ გამქრალა და არ აღმოჩენილა. მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და ზოგადად იმ ფაქტს, რომ დეფიციტია. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღესაც გახლდნენ ჩვენთან. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს. ამ ფაქტზე, შიდა აუდიტი დღეს, პირველად დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან, მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია, თუ ნახეს დანაკლისი მერე ვისაუბროთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის",- აღნიშნავს გამყრელიძე.

იხილეთ ასევე:რატომ შეფერხდა ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S