„როიტერი“: პოლონეთის ეკლესიებში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ათობით შემთხვევა გამოვლინდა
29/06/2021 08:16:42 მსოფლიო
პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გამოვლინდა,– იუწყება „როიტერი“ და განმარტავს, რომ საქმე ეხება 2018-დან 2020 წლამდე აღრიცხულ საქმეებს, რომელთა ფიგურანტების ეკლესიის მსახურებს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ჯამში 368 შემთხვევაზეა საუბარი.
ირკევვა, რომ მსხვერპლთა 50%-ის ასაკი დანაშაულის ჩადენის მომენტში 15 წელს არ აღემატებოდა. მსხვერპლთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა 10 წელიწადს გრძელდებოდა.
კათოლიკურმა ეკლესიამ მათგან მხოლოდ 39 საქმე მიიჩნია სარწმუნოდ, საჩირების 10% არ დაკმაყოფილდა, 50%-ზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციისთვის: გასულ კვირას ვატიკანმა ორი პოლონელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალავაში დაადანაშაულეს.


