Accentnews.ge
„რისკი რეალურია!” – ავსტრალია „ინდური შტამის“ გამო „ლოკდაუნს“ უბრუნდება

„რისკი რეალურია!” – ავსტრალია „ინდური შტამის“ გამო „ლოკდაუნს“ უბრუნდება

29/06/2021 06:28:36 მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსული ინფექციის „ინდური შტამის“ გავრცელების და კოვიდ–ინფიცირების დღიური შემთხვევების მატების გამო რამდენიმე ქალაქში „ლოკდაუნი“ გამოცხადდა: ოთხდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა პერთში, სამდღიანი –ბრიზბენში, მკაცრი ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს სიდნეიში, კარანტინი გახანგრძლივდა დარვინში.

„რისკი რეალურია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად“, – განაცხადა ქუინსლენდის შტატის პრემიერმა ანასტასია პალაშჩუკმა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 30 500-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია 910 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ შაბათ-კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მცირე რაოდენობა გამოავლინა, თუმცა ქვეყნები გააფრთხილა, რომ ვარიანტი "დელტა", რომელიც ამ დროისთვის 92 ქვეყანაშია გამოვლენილი, შესაძლოა, ახალი მომაკვდინებელი ტალღის მიზეზი გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მდიდარ ქვეყნებში ეპიდემია სუსტდება. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ინფიცირებულთა და საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა იკლებს, რის გამოც ქვეყნები კარანტინს ამსუბუქებენ.

"დელტა" მძვინვარებს ინდონეზიაში, რეკორდს უახლოვდება რუსეთი – მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ამ დღეებში პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალია.

საქართველოს NCDC-ს ცნობით, ქეყანაში კორონავირუსული ინფექციის აღნიშნული შტამის გავრცელება დაახლოებით. 20%–ია. ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ივლისიდან დაიწყება.

ამ დროისთვის მთავარ რეკომენდაციად რჩება პირბადის ტარება, ჰიგიენის და დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S