Accentnews.ge
პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის მოპარულ ნამუშევრებს მიაკვლიეს

პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის მოპარულ ნამუშევრებს მიაკვლიეს

29/06/2021 06:18:45 მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ საბერძნეთის ხელოვნების ეროვნული გალერეიდან მოპარული პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის ნახატები აღმოაჩინა.

საქმის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნამუშევრები ამჟამად ძალოვანი უწყების ხელშია.

ნახატები ათენის ხელოვნების ეროვნული გალერეიდან 2012 წლის 9 იანვარს მოიპარეს.

პიკასოს მოპარული ნახატი წარმოადგენს კუბიზმის სტილში შესრულებულ ქალის ბიუსტს. ნამუშევარი ესპანელმა მხატვარმა საბერძნეთის უმსხვილეს გალერეას 1949 წელს თავად აჩუქა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერძენი ხალხის მიერ ნაცისტური საოკუპაციო ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. რაც შეეხება ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის ტილოს, ეს 1905 წელს შესრულებული ნახატია, რომელზეც ქარის წისქვილია გამოსახული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S