მეხუთე დღეა, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ – უცნობია, 100–ზე მეტი ადამიანის ადგილსამყოფელი
28/06/2021 20:30:48 მსოფლიო
ფლორიდაში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. მეხუთე დღეა მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაშველები სამძებრო სამუშაოებისას ამწეებს, გაწვრთნილ ძაღლებსა და ინფრაწითელ სკანერებს იყენებენ.
ამ დროისთვის უცნობია 151 ადამიანის ადგილსამყოფელი, რომლებიც შესაძლოა, ჩამონგრეულ შენობაში ყოფილიყვნენ.
მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში საუბარია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.


