Accentnews.ge
კვლევა: "ფაიზერმა" და "მოდერნამ" შესაძლოა, ხანგრძლივი იმუნიტეტი უზრუნველყონ"

კვლევა: "ფაიზერმა" და "მოდერნამ" შესაძლოა, ხანგრძლივი იმუნიტეტი უზრუნველყონ"

28/06/2021 18:36:51 საზოგადოება

"ფაიზერ/ბიონტეკისა" და "მოდერნას" ვაქცინები შესაძლებელია, ორგანიზმს კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმაროს,- იუწყება Forbes 28 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

კვლევის მიხედვით, მათ, ვინც mRNA ტიპის ვაქცინით არის აცრილი შეიძლება, მესამე – გამაძლიერებელი დოზა აღარ დასჭირდეთ.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ვაქცინებმა ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვიეს, რამაც შეიძლება, Covid-19-ის წინააღმდეგ წლობით დაცვა უზრუნველყოს.

კვლევა ასევე, აძლიერებს მაისში გამოქვეყნებულ დასკვნასაც, რომლის თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდინფექცია, შემდეგ კი mRNA ვაქცინის ორივე დოზით აიცრნენ, ყველაზე ძლიერი იმუნური რეაქცია აქვთ ვირუსის მიმართ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინებმა წარმოქმნეს მაღალი დონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც ეფექტიანია კორონავირუსის სამი სხვადასხვა, მათ შორის, "ბეტა" ვარიანტის მიმართ.

კვლევის მასშტაბი მხოლოდ "მოდერნასა" და "ფაიზერის" წარმოებული ორი ავტორიზებული ვაქცინით შემოიფარგლებოდა. ამასთან, არ იძლევა ბევრ ინფორმაციას კორონავირუსის "დელტა" (ინდური) ვარიანტის მიმართაც, რომელიც ყველაზე მეტად გადამდები შტამია, სხვებთან შედარებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S