Accentnews.ge
ევროკავშირი უკრაინასთან და სომხეთთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას აფორმებს

ევროკავშირი უკრაინასთან და სომხეთთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას აფორმებს

28/06/2021 12:39:13 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინასთან, სომხეთთან, ყატართან და ტუნისთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს,– გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა 28 ივნისს მიიღეს.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეს–სამსახურში აცხადებენ, ევროკავშირი მზად არის, ხელი მოაწეროს ოთხ მნიშვნელოვან საავიაციო შეთანხმებას და გააძლიეროს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება.

ხელშეკრულებები ოფიციალურად შემოდგომაზე გაფორმდება, შემდეგ კი, მათი რატიფიკაცია ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ. მანამდე, ოთხივე ქვეყანასთან შეთანხმება დროებით იმოქმედებს.

მსგავსი შეთანხმება ევროკავშირმა საქართველოსთან 2010 წელს გააფორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S