Accentnews.ge
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – რონალდო წაგებული მატჩის შემდეგ

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – რონალდო წაგებული მატჩის შემდეგ

28/06/2021 11:59:37 მსოფლიო

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ბელგიასთან წაგებული მატჩის (0:1) შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ტურნირს ადრე გამოვეთიშეთ, მაგრამ ვამაყობთ ჩვენი თამაშით. გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მოქმედი ჩემპიონის ტიტული ღირსეულად გვეტარებინა. გუნდმა დაამტკიცა, რომ პორტუგალიელებისთვის სიხარულის მოტანა შეუძლია.

გულშემატკივრები ბოლომდე დაუღალავად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ კი ვიბრძოდით, რომ მათი ნდობა გაგვემართლებინა. ვერ მოვახერხეთ იქამდე მისვლა, სადამდეც გვინდოდა, მაგრამ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას.

ვულოცავთ ბელგიას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო მეტოქეებთან. რაც შეგვეხება ჩვენ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. წინ, პორტუგალია!“.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს წაგებული მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი – პორტუგალია გამოეთიშა.

ამ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ტორგან აზარმა გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს.

ბელგიის ნაკრების გარდა, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს დანიის, იტალიისა და ჩეხეთის ნაკრებებმა. დანიელებმა უელსელები დაამარცხეს ანგარიშით 4:0. იტალიელებმა დამატებით დროში აჯობეს ავსტრიელებს - 2:1, ჩეხებმა კი ნიდერლანდელებს სძლიეს - 2:0.

უკვე ცნობილია მეოთხედფინალის ორი წყვილი: იტალია - ბელგია და დანია - ჩეხეთი. მეოთხედფინალებამდე კი კიდევ ოთხი მერვედფინალია გასამართი. 28 ივნისს ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება, საფრანგეთი - შვეიცარიას, 29 ივნისს კი ინგლისი გერმანიას შეხვდება და შვედეთი - უკრაინას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S