Accentnews.ge
1 ივლისიდან გაზის ტარიფი ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანშიც იზრდება

1 ივლისიდან გაზის ტარიფი ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანშიც იზრდება

28/06/2021 11:12:49 საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან დანარჩენი თბილისის მსგავსად, გაზის საფასური იზრდება გარეუბნებში - ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანში. ახალი ტარიფი 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კომისია განმარტავს, რომ მიზეზი ნაყიდი გაზისა და აბონენტებისთვის მიწოდებულ კურსს შორის სხვაობაა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა.

მოქმედ ტარიფთან შედარებით ახალი ტარიფი 8 თეთრით არის გაზრდილი:

  • ვარკეთილი (შპს "ვარკეთილაირი") - 57,062 თეთრი/მ3;
  • გლდანი და მუხიანი (სს "ენერგოკავშირი") - 57,794​ თეთრი/მ3.

გაზის საფასური გაზარდა სენაკშიც (შპს "გასკო"). ამ შემთხვევაში ფასი 5 თეთრით არის გაზრდილი. 1 ივლისიდან სენაკში 1მ3 გაზი 53,351 თეთრი ეღირება.

ჯამში გაზის საფასური 37 ათას ოჯახს გაეზარდა.

ცნობისთვის: 27 მაისს სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის საფასური გაიზარდა თბილისის ცენტრალურ ნაწილში -კომპანია "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის.დაწერეთ კომენტარი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S