Accentnews.ge
შვედეთის პრემიერი კანონპროექტთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე გადადგა

შვედეთის პრემიერი კანონპროექტთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე გადადგა

28/06/2021 09:55:02 მსოფლიო

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა,- იუწყება „დოიჩე ველე“.

მედიის ცნობით, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა გადადგომის გადაწყვეტილება უნდობლობის გამოცხადების გამო მიიღო.

შვედეთის სამეფოს პარლამენტმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდობლობა 21 ივნისს გამოუცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, 349 დეპუტატიდან 181-მა დაუჭირა მხარი. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი, ბინების ქირავნობის მექანიზმში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი გახდა.

სტეფან ლევენმა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, არ დაენიშნა ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, პარლამენტის სპიკერს პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვის თხოვნით მიმართა. შვედეთში საპარლამეტო არჩევნები 2022 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S