აშშ რუსეთში განთავსებულ დიპლომატიურ მისიებში ვიზების გაცემას წყვეტს
28/06/2021 08:48:10 მსოფლიო
აშშ რუსეთში განთავსებულ საკუთარ დიპლომატიურ მისიებში ვიზების გაცემას შეწყვეტს,– იუწყება „დოიჩე ველეზე“.
როგორც რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ელჩის ჯონ სალივანმა განაცხადა, 1 აგვისტოდან აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში შეზღუდული რაოდენობის პერსონალი იმუშავებს და შეწყდება საკონსულო მომსახურებების გაწევა, მათ შორის, ვიზების გაცემას.
დიპლომატი აცხადებს, რომ საკონსულო მომსახურებაზე უარის თქმა ნეგატიურ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ ამერიკული და რუსული ბიზნესისთვისაც.
კრემლის განცხადებით, პერსონალის რაოდენობის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მიერ შეერთებული შტატების „არამეგობრული“ უცხო ქვეყნების სიაში შეტანით. 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „არამეგობრული“ სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიებს, რუსეთის ტერიტორიაზე რუსი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება შეეზღუდათ.
აშშ-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გართულდა, რაც აპრილის შუა რიცხვებში ჯო ბაიდენის ადმინისტრციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. სანქციების ქვეშ 16 ორგანიზაცია და 16 ფიზიკური პირი მოხვდა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ათი ამერიკელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. შედეგად, ორივე ქვეყნამ საკუთარი ელჩების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ელჩების დაბრუნება, 16 ივნისს, პუტინ-ბაიდენს შორის ჟენევაში გამართულ სამიტზე გადაწყდა.


