Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

28/06/2021 07:25:39 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 808 პირი, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 972 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.34%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა,
  • აჭარა – 21,
  • იმერეთი – 23,
  • ქვემო ქართლი – 20,
  • შიდა ქართლი – 13,
  • გურია – 2,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,
  • კახეთი – 11,
  • მცხეთა-მთიანეთი – 3,
  • სამცხე-ჯავახეთი – 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – არც ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც:

  • 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 466, აჭარაში – 154, იმერეთში – 287.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 41, იმერეთში -127.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 109, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.
  • 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში.
  • 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – ოთხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S