Accentnews.ge
იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

26/06/2021 12:59:25 საზოგადოება

იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს თემურ მოსაშვილს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ლტოლვილთა თავშესაფრიდან 20 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

„გასულ კვირას დილით დამელაპარაკა, მის მერე ტელეფონი დაკარგა, გიტარა დაკარგა, ყველაფერი დაკარგა. მაშინ მითხრა, საავადმყოფოში უნდა წამიყვანონო, მაგრამ იქ არ გაჩერებულა. კრიმინალური ჩავრთეთო, გუშინ გვიტხრეს. მე შვილი მინდა, მიპოვონ. საელჩო იძახის, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, რომ გავაკეთოთო. რას ჰქვია, აბა, რისთვის სხედან იქ?", - ამბობს დაკარგულის დედა, ფატი ქვეხიშვილი.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თემურ მოსაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გაუჩინარებული მოქალაქის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S