თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
26/06/2021 07:12:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 754 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 438 პირი გამოჯანმრთელდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,1%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო შვიდი დღის – 2,33%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა,
- აჭარა - 35,
- იმერეთი - 76,
- ქვემო ქართლი - 54,
- შიდა ქართლი - 22,
- გურია - 9,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35,
- კახეთი - 69,
- მცხეთა-მთიანეთი - 9,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 885 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 547, პირი, აჭარაში - 621, იმერეთში - 1 058.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 937 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 705 პირი გამოჯანმრთელდა, 5 255 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.


