Accentnews.ge
"ვადასტურებ მზადყოფნას​, რომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი გავაგრძელოთ"

"ვადასტურებ მზადყოფნას​, რომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი გავაგრძელოთ"

25/06/2021 15:50:25 კავკასია, პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი მზადაა, სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი კვლავ განაგრძოს.

"რაც შეეხება წარმატებულ მედიაციას, როდესაც მე ვიმყოფებოდი ბაქოში მაისის დასაწყისში მქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან. ერთი კვირის შემდეგ ვიყავი სომხეთში და წამოვიდა ინიციატივა, რომ საქართველოს შეესრულებინა გარკვეული მედიაციის როლი. მოგვიანებით, მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სთან და წარმატებით დავაგვირგვინეთ აღნიშნული პროცესი. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა – მანამდე ჩვენს ქვეყანას მსგავსი როლი არ შეუსრულებია. მოგეხსენებათ, რომ როგორც წესი, ასეთი როლის შესრულება ეკისრებათ დიდ სახელმწიფოებს. ეს არის ნდობის გამოხატულება ორივე ქვეყნის [სომხეთ–აზერბაიჯანის] ლიდერების მხრიდან. მადლობას ვუხდი მათ და ვადასტურებ მზადყოფნას, რომ ამ პროცესში საქართველო კიდევ გააგრძელებს მედიაციის როლს", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".

მისი ცნობით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

ამავე თემაზე: „კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში

გირაგოსიანი: "საქართველომ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულებით მნიშვნელოვანი პასუხი გასცა რუსეთს"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S