„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
25/06/2021 15:10:24 საზოგადოება
„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაბრიკაში იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის გია ლომინაძის თქმით, რა შეიძლებოდა, გამხდარიყო თანამშრომელთა მოწამვლის მიზეზი, ზუსტი ანალიზის გაკეთება უჭირთ.
"პირველადი მონაცემებით, ვარაუდია, რომ მიზეზი შესაძლოა, საკვები ყოფილიყო. მაგრამ მინდა, ავღნიშნო, რომ 1 500 ადამიანია ამ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ ზუსტ ანალიზს, რა შეიძლება ყოფილიყო ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს. აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ჩვენს საწარმოში ყველაფერი მაქსიმალურად არის დაცული“, – განაცხადა გია ლომინაძემ.
ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში“ შეიყვანეს. მათ ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ.


