ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
25/06/2021 14:48:55 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთთან მიმართებით საერთო და სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ხუთ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენ რუსეთს გავუხანგრძლივეთ ეკონომიკური სანქციები. მოსკოვამა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – აცხადებს მიშელი.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთთან დიალოგის ფორმატისა და პირობების საკითხსაც განიხილავს.
ევროკავშირმა განაკუთრებით მკაცრი სანქციები რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესსა. ბოლოს ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2020 წლის 17 დეკემბერს გაუხანგრძლივა.


