Accentnews.ge
მერკელ–მაკრონის რეაქცია ევროკავშირის ლიდერებს შორის რუსეთთან სამიტის გამართვის თაობაზე კონსენსუსის ვერმიღწევის შემდეგ

მერკელ–მაკრონის რეაქცია ევროკავშირის ლიდერებს შორის რუსეთთან სამიტის გამართვის თაობაზე კონსენსუსის ვერმიღწევის შემდეგ

25/06/2021 14:11:49 მსოფლიო

"მთავარია, ევროპამ ერთიანობა შეინარჩუნოს, უთანხმოება დაგვასუსტებს", – ამის შესახებ დასავლეთ ევროპის ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მტკიცე წინააღმდეგობის შედეგად ევროპელმა ლიდერებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს რუსეთთან სამიტის გამართვის თაობაზე.

"ჩვენ ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს, რუსეთ–ევროკავშირის სამიტის აღდგენის თაობაზე. ჩემი აზრით, ეს ტრაგედია არ არის. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან. მე მაგიდასთან მსხდომ ჩემს ევროპელ მეგობრებს ვუთხარი: "მას არ უკითხავს თქვენი აზრი და თქვენ ხედავთ, როგორ მართავენ ისინი შეხვედრას და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის". გულწრფელად რომ გითხრათ, მე საერთოდ არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. მე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი მას უკვე რამდენჯერმე შევხვდი და კვლავ გავაგრძელებ მასთან შეხვედრებს“, – განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კონსენსუსის ვერმიღწევის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერებისგან უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჰქონდა.

„რუსეთის შესახებ დისკუსია იყო დეტალური და იოლი არ ყოფილა. დღეს შეუძლებელი იყო შეთანხმება, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის ფორმატის შენარჩუნებაზე მუშაობას გავაგრძელებთ. უფრო თამამი ნაბიჯის გადადგმას ვისურვებდი“, – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის: რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით თავდაპირველად გერმანია გამოვიდა. მას საფრანგეთმა მყისიერად დაუჭირა მხარი. აღნიშნული იდეის მომხრეები იყვნენ იტალია და ავსტრიაც, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მტკიცე წინააღმდეგობის შედეგად ევროკავშირის ლიდერებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვა მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S