Accentnews.ge
მთავრობა მაისში 20%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება

მთავრობა მაისში 20%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება

25/06/2021 11:27:39 ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა მაისში 20%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„განვლილი ურთულესი 2020 წლის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. აპრილში ჩვენ გვქონდა რეკორდული, 44.8%-იანი ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტად ზრდას. მე არ მინდა მოვლენებს დავასწრო, სტატისტიკური მონაცემები ძალიან მალე გამოქვეყნდება“, - თქვა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ჩვენი გეგმის მიხედვით, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მლრდ ლარს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონული მხარდაჭერის მექანიზმი, რაც 10 რეგიონში ბიზნესცენტრების შექმნას გულისხმობს.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორების რაოდენობა ქვეყანაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S