უეფა–მ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა
25/06/2021 10:31:49 მსოფლიო
უეფა–ს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი აღარ იმოქმედებს. კერძოდ, თუ აქამდე ორრაუნდიან დაპირისპირებაში გუნდები თანაბარ გოლებს დააგროვებდნენ, შემდგომ ეტაპზე ის გადიოდა, რომელსაც გასვლით შეხვედრაში მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. ახალი წესის თანახმად კი, დაინიშნება ორი 15–წუთიანი დამატებითი ტაიმი და თუ გუნდები ამ შემთხვევაშიც თანაბრად გაიტანენ გოლებს, ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებულს პენალტების სერია გამოავლენს.
უეფა–ს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში 2021-2022 წლების სეზონიდან შევა.


