Accentnews.ge
ჩეხეთისთვის უჩვეულო  ტორნადოს მსხვერპლი მოყვა

ჩეხეთისთვის უჩვეულო  ტორნადოს მსხვერპლი მოყვა

25/06/2021 08:06:39 მსოფლიო

ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნისთვის უჩვეულო, დამანგრეველი ტორნადოს გამო. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 300-მდე ადამიანი.

ტორნადომ, რომლის სიჩქარეც პერიოდულად 322 კმ/სთ-ს. აღწევდა, თითქმის მთლიანად გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი სეტყვა.

სტიქიის გამო, ჩეხეთის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ჩაიხერგა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S