Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

25/06/2021 06:55:38 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პირი, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 822 PCR ტესტით.

24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.

  • თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა,
  • აჭარა - 36,
  • იმერეთი - 57,
  • ქვემო ქართლი - 51,
  • შიდა ქართლი - 36,
  • გურია - 2,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32,
  • კახეთი - 41,
  • მცხეთა-მთიანეთი - 12,
  • სამცხე-ჯავახეთი - 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც:

  • 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 418, აჭარაში - 154, იმერეთში - 338.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 43, იმერეთში -146.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 104, აჭარაში - 7, იმერეთში - 14.
  • 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში.
  • 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S